May 16, 2024

რომელი ვაქცინა ფარავს COVID-19-ის ინდურ შტამს - იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამეცნიერო ინსტიტუტის ინფორმაციით, ორი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება კორონავირუსის ინდურ შტამს ფარავს. 

იმნაძის განცხადებით, ეს ვაქცინებია "სინოფარმის" ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა და ინდოეთში წარმოებული "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომელსაც "კოვშილდი" ჰქვია. 

 

"ჯერ კონკრეტული კვლევები ვერ იქნება, რადგან ახალი შტამია, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების ძალიან საყურადღებო ინფორმაცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტი ინდოეთში, რომლის ინფორმაციითაც, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ერთი არის "სინოფარმის" ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა, მეორე კი არის "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება, მას "კოვშილდი" ჰქვია, ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 392 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.