გთხოვთ, ნუ აყვებით ამ ხალხს, ეს ყველაფერი ბლეფია - ფხაკაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების, საკვები დანამატების მიღების შესახებ, ეს ყველაფერი არის ბლეფი - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

ამასთან, ფხაკაძის განმარტებით, საჭირო არ არის ვაქცინაციამდე რაიმე სახის სამედიცინო კვლევების ჩატარება. 

 

"იარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ იქ, სადაც არ არის ბევრი ხალხი ან საერთოდაც არავინ არ არის.

 

დეპრესიის წინააღმდეგ ყველაზე კარგი წამალი არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდის ძიება. ღმერთმა საქართველოს საოცარი ბუნება უბოძა, ბევრი ტყე, მდინარე, ტბები. ბუნება გვაქვს სასწაული - გადით ბუნებაში, ეკონტაქტეთ ბუნებას, ეს თქვენ დაგეხმარებათ, აიწიოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ მენტალური ჯანმრთელობა. ბუნება საუკეთესო წამალია;

 

და ბოლოს, ძალიან გთხოვთ, ნუ აყვებით ამ უაზრო რეკლამებს ვიტამინების, სუპლიმენტების, საკვები დანამატების მიღების შესახებ - ეს ყველაფერი არის ბლეფი.

 

ასევე პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტებისა და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ, იმ ხალხს ნუ დაუჯერებთ. ეს საჭირო არ არის. სამედიცინო სფეროში ზოგიერთები ძალიან უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ტესტები არის საჭირო მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრ სამედიცინო ჩვენებაზე დაყრდნობით. ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი გამოკვლევები არ გაიკეთოთ.

 

შეიძინეთ იაფიანი სამედიცინო პირბადეები აფთიაქებში, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, იარეთ სუფთა ჰაერზე , ეს არის საუკეთესო წამალი დეპრესიის წინააღმდეგ და იმუნიტეტის ასაწევად. დაეხმარეთ თქვენს იმუნიტეტს. გთხოვთ, ეს ძალიან საჭიროა.

 

შეეცადეთ, გააკეთოთ დღეში ერთი სიკეთე მაინც. არ არსებობს პატარა და დიდი სიკეთე. გააკეთეთ სიკეთე. ამას თქვენ სხვას კი არა, საკუთარ თავს უკეთებთ....რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, სამყაროსგან იმდენივე სიკეთე დაგიბრუნდებათ...“ - აცხადებს ფხაკაძე. 

წაკითხვა 466 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.