ვართ თუ არა დაცულები "ინდური შტამის" მასიური გავრცელებისგან - განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, "ინდური შტამის" მასიური გავრცელებისგან ქვეყანა გარკვეულწილად დაცულია.

 

"ინდური შტამის მასიური გავრცელებისაგან, გარკვეულწილად დაცულები ვართ. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

 

ინდურ შტამთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მონაცემები, მაგალითად განსაკუთრებული და განსხვავებული კლინიკა აქვს თუ არა, არ არის ცნობილი.

 

ვერ ვიტყვი, რომ ეს შტამი განსაკუთრებული სიმძიმის არის. ეს შესწავლის საკითხია. არის მოსაზრება რომ უფრო მეტად გავრცელებადია. შესაძლოა, მეტი ლეტალობა ახასიათებდეს, მაგრამ ამის დადასტურებული მონაცემები არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს შტამი ცოტა უფრო მძიმედ წავა," - აცხადებს მარინა ენდელაძე.

წაკითხვა 327 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.