ესპანეთში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც კორონავირუსს თვალების გამოსახულებით გამოავლენს

ესპანეთში ქმნიან ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თვალების გამოსახულებით დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი COVID-19-ით დაავადებული. 

 

ამისათვის  სპეციალური სათვალეები გამოიყენება, რომლებიც თვალებს ფოტოსურათს უღებს ხელოვნური ინტელექტი კი გამოსახულებას აანალიზებს და გარკვეული ალგორითმების მეშვეობით, მხოლოდ სამ წამში ადგენს არის თუ არა პირი ინფიცირებული.

 

”თვეების განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის დამახასიათებელი ანთებითი ნიმუში  თვალებშიც აისახება”, - განაცხადა OcuTech პროექტის ხელმძღვანელმა, რომელიც ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სამეცნიერო გუნდებს აერთიანებს. 

წაკითხვა 346 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.