May 17, 2024

მკერდის კიბოს განკურნების ახალმა მეთოდმა დადებითი შედეგი აჩვენა

დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მედიკოსებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად მკერდის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა Olaparib-ის სახელით ცნობილი მედიკამენტის გამოყენება გადაწყვიტეს, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილე ქალებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში დაუნიშნეს. მკერდის სიმსივნე BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციით არის გამოწვეული, ხშირად მწვავე ფორმით ვლინდება და განკურნების მიუხედავად ზოგჯერ ხელახლა იჩენს თავს. ცდის დროს გამოყენებული პრეპარატი სიმსივნურ უჯრედებს დნმ-ის აღდგენის საშუალებას არ აძლევს, რასაც მოლეკულის PARP შესუსტების გზით აღწევს. შედეგად, კიბოს უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ და ფუნდამენტურად ნადგურდებიან.

ორწლინახევრიანი ექსპერიმენტის შედეგებმა Olaparib-ის ეფექტიანობა დაამტკიცა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მედიკამენტის წყალობით 921 ცდისპირიდან 85.9% სრულად განიკურნა. იმ პაციენტებში კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, ამ მაჩვენებელმა 77% შეადგინა. კვლევის პარამეტრებმა აჩვენა, რომ კიბოს დაბრუნების რისკი ჯამში 42%-ით შემცირდა. ანალოგიური მონაცემები დაფიქსირდა ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელების მხრივაც. 

მიღებულ შედეგებს მეცნიერები იმედისმომცემად აფასებენ, მათი თქმით, ეს მკერდის კიბოს დამარცხებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

წაკითხვა 776 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.