May 15, 2024

ეპიდ-ვითარება საქართველოში 6 ივნისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 288 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 201   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.76 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 505 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 783 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  349 098-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.99%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 910 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 15, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 354, აჭარაში - 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 824 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

წაკითხვა 409 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.