May 15, 2024

როდის მოვიხსნით პირბადეს - ამირან გამყრელიძის განმარტება

პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა­ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

 

„ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება. ოფიციალურად დაღუპულია 3,7 მილიონი ადამიანი, შეფასებითი მაჩვენებლით ეს არის, დაახლოებით, 7 მილიონი, საქართველოში პანდემიამ იმსხვერპლა 5 000 ადამიანი, ამიტომ მესმის, რომ ბევრი რამე უხერხულია, მაგრამ პანდემიები ხდება საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 319 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.