May 15, 2024

ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეთბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობას გმობს. 

მისი თქმით, აგრესია და ძალადობა არ არის ქართული ტრადიაცია და ვერც ევროპული ტრადიცია იქნება. 

 

"აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოუელი მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და ამ აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში, და ჩვენი ყველა მოქალქის უფლება იქნება დაცული", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 331 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.