May 15, 2024

ასეთ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია - ლევან რატიანი დელტას საფრთხეებსა და სიმპტომებს განმარტავს

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ადასტურებს, რომ კორონავირუსის "დელტა", იგივე "ინდური შტამი" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. 

 

ცნობილი ექიმი განმარტავს, თუ რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ შტამს აქამდე გავრცელებული კორონავირუსის სხვა ვერსიებისგან და რა შემთხვევაშია საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივ.

 

COVID-19-ის ე.წ. ინდურ შტამს წინამორბედისგან განსხვავებით, ის ასაკდამოკიდებული არ არის და ახალგაზრდებიც მარტივად ინფიცირდებიან. მისი ინფორმაციით, ე.წ. ინდურ შტამს მაღალი გადამდებობაც ახასიათებს. 

 

ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, "დელტა" შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც ხშირ შემთხვევაში ჰექტიური ცხელებით, 38 და მეტი ტემპერატურით გამოიხატება.

 

ლევან რატიანი ურჩევს მოსახლეობას, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.

 

"აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

 

ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან.

 

ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.

 

პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, თუმცა ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.

 

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს," - განაცხადა ლევან რატიანმა.

წაკითხვა 362 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.