იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 147 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 627 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 415  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 943 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.42%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 492 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  393 360-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 684, აჭარაში - 309, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში - 444, აჭარაში - 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 970 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382.

წაკითხვა 295 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.