გაჩნდება თუ არა COVID-19-ის უფრო საშიში შტამი - ჯანმო-ს განცხადება

არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე "დელტაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

"რაც უფრო ფართოა ვირუსის გავრცელება, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლის პოტენციალი კიდევ უფრო საშიში გახდება, ვიდრე "დელტა" ვარიანტი, რომელიც ახლა ამდენ ზიანს აყენებს. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით მეტია შანსი, რინ ერთ-ერთი ვაქცინიდან დასხლეტას შეძლებს და ჩვენ თავში დავბრუნდებით", - განაცხადა მან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას ხშირად ეკითხებიან - როდის დასრულდება პანდემია.

 

”მართლაც, კოვიდმა და პანდემიამ მრავალი კითხვა დაგვიყენეს. პანდემია არის განსაცდელი, და მსოფლიო მას ვერ უმკლავდება”, - განაცხადა მან.

 

გებრეისუსის თქმით, მისი გამოსვლის დროს COVID-19–ით ასი ადამიანი დაიღუპება და 8 აგვისტოს ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის დროს მთელ მსოფლიოში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპება.

 

მისი აზრით, მომავალი წლის შუა რიცხვებში თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია არა მხოლოდ შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიას, არამედ გლობალური ეკონომიკის განახლების შესაძლებლობასაც მისცემს.

წაკითხვა 301 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.