„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, „ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.

ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.

”ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.

მანამდე მათ განაცხადეს, რომ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.