ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აგვისტოში დელტა შტამი ფართოდ გავრცელდება, შესაბამისად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის.

მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს აქვს, დაახლოებით ერთნაირი პროცენტული მაჩვენებლით იცავს ინფიცირების მძიმე ფორმისგან.

 

„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. დელტა ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს. Pfizer-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროცენტით ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვაქცინები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი - დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

წაკითხვა 287 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.