COVID-19-ის ანტისხეულები ერთ წლამდე ნარჩუნდება - ფინელი მედიკოსები

კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის არგანიზმში ინფექციის ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც ჩნდება.

ამის შესახებ კვლევას ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

 

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ანტისხეულების მდგრადობა, რომლებიც COVID-პაციენტებმა ინფიცირებიდან 6 თვის, ასევე ერთი წლის შემდეგ გამოიმუშავეს.

 

აღმოჩნდა, რომ 97% IgG ანტისხეულები ერთი წლის შემდეგ აღმოაჩნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულები ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა სამჯერ ნაკლები იყო, ვიდრე 6 თვის შემდეგ.

 

”კორონავირუსის დაავადების შემდეგ ანტისხეულების დონის შესწავლა გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ასევე დაგვეხმარება ვაქცინის მოქმედების დაცვისა და ხანგრძლივობის შეფასებაში", - აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევაში მონაწილეობა 1292 ადამიანმა მიიღო, რომლებსაც კორონავირუსი 2020 წლის გაზაფხულზე დაუდასტურდა.

 

ამასთან, ანტისხეულების რაოდენობა გაცილებით მეტი ჰქონდათ პაციენტებს, ვინც დაავადება მძიმე ფორმით გადაიტანა.

წაკითხვა 380 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.