May 15, 2024

რა ინტერვალია Pfizer-ის დოზებს შორის ყველაზე ეფექტური

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის პირველ და მეორე დოზას შორის უფრო დიდი ინტერვალი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს, კორონავირუსის მეტი ანტისხეული გამოიმუშავოს. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

 

ექსპერტების აზრით, დოზებს შორის 8-კვირიანი ინტერვალი, შესაძლოა, "დელტა" შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო ვარიანტი იყოს.

 

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჯანდაცვის სისტემის 503 ვაქცინირებული ადამიანის იმუნური პასუხი შეისწავლეს და დაასკვნეს:

 

  • Pfizer-ის ვაქცინების დოზირების როგორც მოკლე, ისე გრძელი ინტერვალები, ჯამში, ძლიერი იმუნური რეაქციას იწვევს;
  • სამკვირიანი ინტერვალით ნაკლები ანტისხეულები წარმოიქმნება, ვიდრე 10-კვირიანი ინტერვალით;
  • იმ დროს, როდესაც პირველი დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე დაეცა, T-უჯრედების - სხვა ტიპის იმუნური უჯრედების დონე - მაღალი დარჩა;
  • ვაქცინაციის ხანგრძლივ ინტერვალს საერთო ჯამში ნაკლები T უჯრედები მოჰყვა, თუმცა დამხმარე T-უჯრედების უფრო მეტი წილი დაფიქსირდა, რაც მკვლევარების აზრით, იმუნურ მეხსიერებას ინარჩუნებს.

 

მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევა პრეპრინტ დოკუმენტში გამოქვეყნდა, მას ექსპერტების დასკვნა ჯერ არ აქვს.

წაკითხვა 316 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.