რა დრო გვაქვს "ფაიზერის" ასათვისებლად - ამირან გამყრელიძის განმარტება
დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაცია უკვე 24 ივლისიდან შეეძლება.
მან არ გამორიცხა, რომ მომავალში, ონლაინ ჯავშნის გარდა, ვაქცინაცია შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც დაიწყოს.
„ნახევარი მილიონი დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. თავისუფლად შეიძლება უკვე, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. „ფაიზერი“ კეთდება ორჯერ, 21 დღეში, 21-დან 28 დღემდე კეთდება მეორე ინექცია. 250 ათასი ადამიანი, პირველ ინექციაზე უკვე ხვალიდან შეიძლება ჩაეწეროს 20 დღის განმავლობაში, 21-ე დღეს დაიწყება მათთვის მეორე ინექციები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი სწრაფი ინტერვენცია, რომ ჩვენ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის ის მზარდი გაუარესება, რაც ქვეყანაში გვაქვს.
ახლა ეს ნახევარი დოზა ვაქცინა გადადის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საცავებში. „ფაიზერს“ სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, სჭირდება შენახვა -80 გრადუსზე. ის განაწილდება ხვალ ჩვენს დეპარტამენტში. მისი ვარგისიანობის ვადა არის ნოემბრის ბოლომდე, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ვაქცინა ნოემბრის ბოლომდე გამოვიყენოთ... ჩვენ თუ პირველად აცრებს მარტო სამ ქალაქში, - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვატარებდით, ახლა ეს იშლება უკვე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. დაახლოებით, 37 კლინიკით და 108 ბრიგადით ვიწყებთ და მერე თანდათან დაემატება.
მთავარია ხელმისაწვდომობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ, რომ დაჯავშნონ ტელეფონით, ანდა შემდგომში შეიძლება ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, ვაქცინაციის იქით ჩვენ გზა არ გვაქვს, ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი