May 15, 2024

ამ ციფრების უკან რამხელა ტკივილი დგას, ამას ვერ ვაცნობიერებთ - კულუმბეგოვი

ჩვენ თუ არ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით კი მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი სხვანაირად არ გამოვა მართვა.

ამიტომ ამას უნდა მივაღწიოთ აუცილებლად. - ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მეთორმეტე ადგილზეა მსოფლიოში. 

 

"შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს. საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ 12-ე ადგილზე. ეს არის ტრაგედია,“ - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაკითხვა 309 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.