May 15, 2024

ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

„არ გამოვრციხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს,“- ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას ქვეყნის საველე ბრძოლაზე გადასვლის შესახებ. 

 

რაც შეეხება პედიატრიული საწოლების მობილიზების საკითხს, ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.

 

„მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავამყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება,“ - განაცხადა ტიკარაძემ

წაკითხვა 333 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.