სელფის მეშვეობით საშიში დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელი გახდა

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც თვალის ქვედა ქუთუთოს სურათის მეშვეობით სისხლში ჰემოგლობინის დონეს განსაზღვრავს.

 

გამოცემა PLOS ONE-ის ცნობით, მობილურის აპლიკაციის გამოყენებით, სელფის საშუალებით, ექიმს შეუძლია ისეთი საშიში დაავადების დიაგნოსტირება, როგორიც ანემიაა.

 

სმარტფონის კამერის სურათიდან ანემიის დიაგნოსტირების სისტემა როდ-აილენდის ქალაქ პროვიდენსის, ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევრებს ეკუთვნის. 

 

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ქვედა ქუთუთოს შიდა ნაწილი, რომელსაც ქუთუთოს კონიუნქტივა ეწოდება, ანემიის დროს უფრო მკრთალი ხდება. მკვლევრებმა სმარტფონის მეშვეობით გადაღებული 142 პაციენტის თვალის ქუთუთოს სურათები გადაამოწმეს. მეცნიერებმა შეიმუშავეს თვალის კუთუთოს ფერის ამოცნობის ალგორითმი და პროგნოზირების მოდელი. შემდეგ, მეცნიერთა გუნდმა შეამოწმა გენერირებული ალგორითმი 202 ახალი პაციენტისგან შეგროვებულ ფოტოებზე, რომლებიც არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ კვლევაში.

 

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მათი სმარტფონის აპლიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ანემიის შესამოწმებლად ტელემედიცინაში და იმ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სისხლის ტესტირების ინფრასტრუქტურა.

წაკითხვა 353 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.