ამ მცენარის ექსტრაქტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის კოლოიდებისა და ინტერფეისების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ არტემიზინინი, რომელსაც აბზინდა შეიცავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობაში ეფექტურია.

 

”ჩვენი კვლევაში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ არტემიზინინის შემცველი მკურნალობა ეფექტურია დანიასა და გერმანიაში გავრცელებული SARS-CoV-2-ის ორი ევროპული შტამის შემთხვევაში, რომელიც SARS-CoV-2 სხვა შტამების უმეტესობასთან უფრო მჭიდრო კავშირშია", - აღნიშნულია კვლევაში.

 

სტატიის ავტორებმა ასევე დაამატეს, რომ არტემიზინინზე დაფუძნებული პრეპარატები არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ "შედარებით დაბალ ფასში მსოფლიოში გავრცელებისთვის არის ხელმისაწვდომი".

 

ამ დროისთვის არტემიზინინი და მისგან წარმოქმნილი ნივთიერებები ტროპიკული მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის კომპონენტებს წარმოადგენს.

 

უახლოეს მომავალში სტატიის ავტორები კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ, რათა არტემიზინინის შემცველი პრეპარატები COVID-19-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოიყენონ. 

წაკითხვა 356 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.