ვითარება საკმაოდ რთულია - თამარ გაბუნია

ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 6800-მდე საწოლია მობილიზებული და დამატებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

"ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის. ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი ერთვება - 6800-მდეა უკვე მობილიზებული და დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის. ასევე კოვიდ სასტუმროს მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ნიღბების გამოყენება, ასევე სწრაფი ვაქცინაცია, თავშეყრისგან თავის შეკავება ეს იქნება საშუალება, რომ პიკი, რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ", - განაცხადა გაბუნიამ.

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.