May 17, 2024

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს.

 

„დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში.

 

ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.

 

დღესაც „ნიუ ვიჟენში“ შევისწავლეთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, დატვირთული სიტუაციაა მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ჯერ ამის მმართვა ხერხდება.

 

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“, - აღნიშნავს გაბუნია.

 

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გადავალთ საველე ჰოსპიტლებზე, გაბუნია განმარტავს, რომ დღეს „ამაზე საუბარი ძალიან რთულია“.

 

„8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს“,-აღნიშნავს გაბუნია.

წაკითხვა 349 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.