პიკს გავდივართ, სტატისტიკა მზარდი იქნება - ტიკარაძე

საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკა მზარდი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 46 000 ადამიანია დაინფიცირებული. 

 

როგორც მინისტრმა განმარტ, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელია, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის ეს ნიშანია, რომ სტატისტიკა მომდევნო დღეებშიც მზარდი იქნება.

 

„დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მათი უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე.

 

ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში, მათ საცხოვრებელ ადგილებში.

 

ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციეტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი - იმერეთში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

„ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

წაკითხვა 221 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.