"ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად" - ვის მიმართავს ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, გონს მოეგოს.

მისი თქმით ექიმების რესურსიც ამოწურვადია.

 

"ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გადადის აპარატზე და გიკვდება. სამწუხაროდ, ეს მომენტებიც გვაქვს, ძალიან ხშირად. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, მედპერსონალსაც.

 

მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიციები ყველამ უნდა დაიოკოს. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად.

 

1 200 თანამშრომელი მყავს, იცი როგორი განცდა მაქვს? თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ვინც რეანიმაციაში მუშაობს. ის რომ დაინფიცირდეს, ის რომ აპარატზე გადავიდეს, მის დედას რა უნდა ვუთხრა. ამიტომ, გონს მოეგეთ ყველა", - განაცხადა ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში.

წაკითხვა 343 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.