რატომ არის ჯერჯერობით შეუძლებელი COVID-19-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა

COVID-19–ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ამის მიზეზი "დელტა" შტამია, რომელიც ვაქცინირებულ პირებსაც აინფიცირებს. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ვაქცინების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა ჰანაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

მან კოლექტიურ იმუნიტეტს "მითიური" უწოდა.

 

"ვარიანტი "დელტა", როგორც მანამდე, დააინფიცირებს ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ. და ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ყველა, ვინც აცრილი არ არის, ვირუსს ნებისმიერ დროს აიკიდებს. ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, რაც ამ გადაცემას სრულად შეაჩერებს", - დასძინა პოლარდმა.

 

მისი თქმით, არსებული ვაქცინები ძალზე ეფექტურია კორონავირუსით მძიმე ფორმით დაავადებების და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

 

ამიტომ, პროფესორის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის კოლექტიური იმუნიტეტის იდეაზე აგება არასწორია და მოსახლეობას დეტალურად უნდა განემარტოს, რა უპირატესობებს შეიცავს ვაქცინაცია.

წაკითხვა 274 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 11 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.