რეგიონებში აღმავალ ტალღას ველოდებით - ეკატერინე ტიკარაძე

რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან კახეთში საველე ჰოსპიტლის გახსნა არ გამორიცხა. 

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების გარკვეული სტაბილიზაციაა, თუმცა სხვა რეგიონებში ეკატერინე ტიკარაძე შემთხვევების აღმავალ ტალღას ვარაუდობს.

 

"დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 295 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.