May 15, 2024

მეცნიერებმა COVID-19-ის რამდენიმე შტამის წინააღმდეგ ეფექტური ანტისხეული იპოვეს

ამერიკელმა მკვლევარებმა გამოავლინეს ანტისხეული SARS2-38, რომელიც ვირუს SARS-COV-2-ის სხვადასხვა შტამებისთვის პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

სავარაუდოდ, ეს ანტისხეული, კორონავირუსის შტამების ფართო სპექტრის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. ინფორმაციას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა ავრცელებს.

 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოჩენილი ანტისხეული, მცირე კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი, COVID-19-ის სხვადასხვა მუტაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით მუშაობს.

 

კვლევისთვის მეცნიერებმა თაგვები გამოიყენეს. SARS2-38-მა კორონავირუსის "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" შთამების განეიტრალება შეძლო. ეფექტურობა აჩვენა მან "კაპა" და "იოტა" ვარიანტების შემთხვევაშიც, რომლებსაც ახლა მკვლევარები აკვირდებიან.

 

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა ანტისხეულების საფუძველზე კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისთვის ახალი ნაბიჯი გახდება.

 

"ეს კარგი იქნება კომბინირებული თერაპიისთვის. ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ამ ანტისხეულის სხვასთან გაერთიანებაზე ფიქრი, რათა შევქმნათ კომბინირებული თერაპია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ვირუსს გაუჭირდება", - განაცხადა პროფესორმა მაიკლ დაიმონდმა.

წაკითხვა 269 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.