"დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდებში აცრებს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

 

მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

"არ დაგიმალავთ, შიდა მსჯელობა, შიდა განხილვა ამ საკითხის მიმდინარეობს და მზადდება გარკვეული წანამძღვრები, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ.

 

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ დავიწყებთ 12 წლის ზემოთ მოზარდებში აცრებს შემოდგომაზე, რაღაც დროს. ამიტომ, ყოველმხრივი მზადება მოდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "TV პირველის" ეთერში.

წაკითხვა 231 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.