არის რეგიონები, სადაც გადარჩენის პრეპარატი საერთოდ არ გამოუყენებიათ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინ აკულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი კლინიკური გაიდლაინები, რაც დღეს ქვეყანას აქვს, კარგია, თუმცა ამბობს, რომ კლინიკების უმრავლესობის მხრიდან მისი შესრულება არ ხდება.

 

„გაიდლაინის გამოყენება, როგორც მანდატორულ, უნიფიცირებულ ხასიათს არ ატარებს. ისეთი პრეპარატები, რასაც შეიძლება ჰქონდეს გადარჩენის ეფექტი, არის რეგიონები, სადაც საერთოდ არ გამოუყენებიათ. ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე პაციენტი არ ჰყავთ, უბრალოდ არ იცის პერსონალმა მისი გამოყენება. გაიდლაინს სჭირდება იმპლემენტაცია.

 

რაღაც ტიპის მედიკამენტები, მაგალითად რემდესივირის გამოყენება FDA-მ აღიარა და ყველა ადამიანს, ვისაც ჟანგბადი სჭირდება, მას აძლევენ. 

 

ჩვენ თუ მაინც იმ გზით წავედით, რომ ეს მედიკამენტი შეგვეძინა და გვაქვს, იყოს ყველასთვის. მწერენ შეტყობინებებს, რომ თუ არსებობს ეს მედიკამენტი ჩემზე გამოიყენონო. აი ასეთი ნიუანსებია. გაიდლაინი კარგი გვაქვს, მაგრამ 10-15%-მდე სრულდება მხოლოდ“- აცხადებს კულუმბეგოვი ForbesTalks-ში.

წაკითხვა 264 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.