ქვეყანაში ვაქცინები არათანაბრად ნაწილდება - რა პრობლემებზე საუბრობს ბიძინა კულუმბეგოვი

"ქვეყანაში არათანაბრად ხდება ვაქცინების გადანაწილება.

თუ ქალაქებში იქნებიან აცრილები და რეგიონებში არა, გაგვიჭირდება პანდემიის გლობალური გაკონტროლება" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ForbesTalks-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიის ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილი ადამიანების რიცხვი სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით ზღვაში წვეთია.

 

„ცოტა არათანაბრად ხდება ვაქცინების გადანაწილება. ის შედეგი, რაც გვაქვს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ხარჯზე მივაღწიეთ. სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, თუნდაც სოფლის მოსახლოების მობილიზების მხრივ. ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორია და თუ ნაწილი ქალაქების მოსახლეობა იქნებ აცრილი და რეგიონებში არა, გაგვიჭირდება პანდემიის გლობალური გაკონტროლება. 

 

ორი სახის პრობლემა ჩანს, მაგალითად თბილისში გამტარუნარიანობის პრობლემაა, რაც გარკვეულწილად შეამცირა ვაქცინაციის ცენტრებში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის შესაძლებლობის გაჩენამ, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს არ უნდა რიგში დგომა, რადგან რიგით უზრუნველყოფა გართულებულია. რეგიონებში პირიქით, გამტარუნარიანობა კარგად არის უზრუნვეყოფილი, მაგრამ მომართვიანობა არ არის ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამას სჭირდება სერიოზული სტიმულირება“-აცხადებს კულუმბეგოვი.

წაკითხვა 272 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.