May 15, 2024

ახალგაზრდებში ვირუსის მძიმე მიმდინარეობა გახშირდა - გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს ინფიცირების სწრაფ ზრდას უკავშირებენ

"ხუთშაბათს საქართველოში „კოვიდ-19"-ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - ინფექციონისტები გარდაცვალების მატებას „დელტა" შტამის აგრესიულობასა და ინფიცირებულთა გაზრდილ რაოდენობას უკავშირებენ, რაც რეგულაციების დაუცველობით არის გამოწვეული და აღნიშნავენ, რომ ლეტალობას სამედიცინო სისტემის გაუმართაობა არ იწვევს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალგაზრდებში ვირუსის მძიმე მიმდინარეობა გახშირდა - გარდაცვალების რეკორდულ მაჩვენებელს ინფიცირების სწრაფ ზრდას უკავშირებენ

 

„მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა, ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობის ფონზე მოხდა. „არსებული შტამი ბევრად უფრო აგრესიულად მიმდინარეობს პაციენტის ორგანიზმში და მეტად აზიანებს იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ხდება პაციენტთა გარდაცვალების რიცხვის მატება. როდესაც არის დიდი რაოდენობით ინფიცირება, ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე ინფექციის გადაცემისას ვირუსი ძლიერდება, სწორედ ეს იწვევს სავალალო შედეგებს" - განაცხადა ხმალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა მზარდი მაჩვენებელი ვირუსის მასშტაბურ გავრცელებას უკავშირდება და არა სამედიცინო სისტემის არაეფექტურ მუშაობას. „ასეთ მდგომარეობას, ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი იწვევს - უამრავ ინფიცირებულში, ბევრი პაციენტი დამძიმდა. პროცენტულად ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის, მაგრამ, ჩვენ ადრე გვქონდა კოვიდით დაავადებულთა პიკი, ახლა კი სწორედ იმ ძველ პაციენტებთან მთავრდება მკურნალობა ლეტალურად. „პროცესები გამოწვეული არ არის ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს შეცდომების გამო, ეს არის ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შედეგი და თუ შემცირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, იკლებს ლეტალური შედეგების მაჩვენებელიც" - განაცხადა ენდელაძემ. ვირუსს ბოლო 24 სათში 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს - 3 212 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებული 5017 პაციენტი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

„ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის ინფექციონისტ, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოშიც გაზრდილია მიმართვიანობა და ძირითადად თავსდებიან მძიმე პაციენტები, რომლებიც სასწრაფო დახმარებას შეჰყავს. „როგორც ყველა კლინიკაში, მომართვიანობა ჩვენთანაც ძალიან დიდია. დამძიმდა კონტინგენტი, უმეტესად მძიმე პაციენტები შემოდიან. ჩვენს კლინიკაში პაციენტები ძირითადად სასწრაფოს შემოჰყავს. "სასწრაფო არჩევს, რომ უნდა იყოს დაბალი სატურაციით, მას ნამდვილად უნდა სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია, რადგან აღარ არის დრო მივიღოთ საშუალო სიმძიმის და მსუბუქი პაციენტები, თუნდაც საშუალო ჩივილებით. "ამიტომ, შერჩეულია მძიმე პაციენტები, შესაბამისად, ძალიან დამძიმებულია განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა. უმეტესობა საინტუბაციო პაციენტია და წევს ჩვეულებრივ პალატაში", - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა. რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, ინფექციონისტიდ თქმით, პაციენტის გაწერიდან რამდენიმე საათში უკვე ახალ პაციენტს იღებენ და შესაბამისად, მალევე ადგილები ივსება. „აქამდე, პირველ ტალღის დროს თუ ხანდაზმულების მომართვიანობა იყო, ახლა შეიცვალა სიტუაცია და მოგვმართავს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი, საკმაოდ მძიმე სიტუაციაში. ეს უკავშირდება დელტა შტამს და რაც მეტი იქნება რაოდენობა, მეტი იქნება მძიმე პაციენტიც. "ამიტომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ ტრაფარეტული თხოვნით, რომ ნიღბებს ნუ მოიხსნიან, ნუ ექნებათ დახურულ და ღია სივრცეში თავშეყრა, ისევ და ისევ ვაქცინაცია და ვაქცინაცია", - განუცხადა საქართველოს პირველ არხს ზალდასტანიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 293 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.