"ეს გაახშირებს და გააძლიერებს ვირუსის მუტაციას" - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობის ნაწილი აცრაზე უარს იტყვის, ეს კორონავირუსის ახალ მუტაციებს შეუწყობს ხელს. 

ამასთან, მისი განმარტებით, აუცრელი ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ახლობლების სიცოცხლესაც დებს სასწორზე. 

 

"ფაქტია, ამ რეგულაციებით ის მაინც მოვიპოვეთ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდა და შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

იმ ფაქტმა, რომ ადამიანი არ იცრება, ანუ არ არის ვაქცინირებული და მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია აცრილი, შეიძლება კიდევ უფრო გაახშიროს და გააძლიეროს ვირუსის მუტაცია. ამაზეც ვიფიქროთ. ასევე, თვითონ პიროვნება, ვინც ვაქცინირებული არ არის, სასწორზე დებს თავის თავსაც და ასევე მის ახლობლებს.

ამიტომ, ჩვენც ექიმებმაც, ყველა სიტყვა ჩვენი მოვზომოთ, დავფიქრდეთ და ისე ვთქვათ ხმამაღლა, რომ არ მივიდეთ სავალალო შედეგამდე და კიდევ არ ავარდეს ინფიცირებულთა რიცხვი და არ ჩავარდეს კლინიკა გაუსაძლის მდგომარეობაში," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

წაკითხვა 289 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.