იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - თამარ გაბუნიას განმარტება

„სავალდებულო“ არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია.

 

„ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს მისი პასუხი. ეს არის ის სწორად დაბალანსებული და ეთიკური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

 

ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ასევე სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა რომელიმე პირის ძალდატანებით ვაქცინაცია, ამის ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 301 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.