May 17, 2024

შემდეგ დღეებში იქნება ინფექციის კლება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კორონავირუსის მეოთხე ტალღაა. მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ უახლოეს მომავალში ვირუსის ახალი შემთხვევების კლება დაიწყება.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, ეს არის გარკვეული პროცესი მეოთხე ტალღის, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დაცვა. რაც შეეხება თვითონ ტალღის მიმართულებას, აღმავალია თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის ე.წ. ერტეს შემცირებას, რაც მიუთითებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 310 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.