ეს არის კატასტროფის მომტანი - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გამართული აქციები ეპიდვითარებაზე კატასტროფულ გავლენას მოახდენს. 

 

ამასთან, ის ე.წ მწვანე ბარათების აუცილებლობაზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ აღნიშნული ბარათების შემოღება პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე ჭიანურდება. 

„ვეჭვობ, მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესებია, რის გამოც გადაწყვეტილებები მყისიერად და სწრაფად არ მიიღება, არადა ეს მოსახლეობისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაა. ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს „მწვანე ბარათები“. 

ვფიქრობ, საყოველთაო გამოსვლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე მართავს და გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. 

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ მათ [პოლიტიკოსებს] საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ. ეს ეხება ყველას“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაკითხვა 284 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.