რა ახალი გადაწყვეტილებები გამოცხადდება ორშაბათს - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პანდემიის მართვა. მისი განცხადებით საქართველო, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნების მართვის ფორმას აირჩევს, რაც კოვიდპასპორტების შემოღებასა და მოქალაქეებისთვის რამდენიმე შემოთავაზებული ვარიანტიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს. 

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება. 

 

"ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ, იქ არ არის მხოლოდ აცრა. იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი" ან სწრაფი ტესტირება. უბრალოდ, ვადა ექნება განსხვავებული, სამ დღიანი "PCR" ტესტირება და ერთ დღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ",- განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.  

წაკითხვა 364 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.