May 4, 2024

"ძალაში შევიდა უმკაცრესი რეგულაცია, ყველა დასაქმებული ვალდებულია, აიცრას"

იტალიის ჩრდილოეთში ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების გამო კოვიდის მწვავე ეპიდაფეთქება, რომლის წყაროც სწორედ აუცრელები და მათ მიერ ორგანიზებული მასობრივი დემონსტრაციებია, ალბათ კარგად გამოხატავს იმ ტრაგიკულ სიტაუციას და საფრთხეს რის წინაშეც აღმოჩნდა ასევე ჩვენი ქვეყანა, სადაც იტალიაში ვაქცინაციით მოცული 73% ისგან განსხვავებით, აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 31% - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე წერს.

მისივე ცნობით, იტალიაში ამოქმედდა ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი რეგულაცია, რომელიც ყველა დასაქმებულს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ავალადებულებს.

 

"ცნობისათვის, იტალიაში 15 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ევროპაში უმკაცრესი რეგულაცია, რომ როგორმე უზრუნველყონ დანარჩენი მოსახლეობის აცრა: 

 

ყველა დასაქმებული (საჯარო თუ კერძო სექტორში) ვალდებულია აიცრას. 

 

რეზიუმედ გამოვიყენებდი ტრიესტის რეგიონის (რომელიც დღეს ანტივაქცინაციის პროტესტის და შედეგად კოვიდის მძიმე აფეთქების კერაა) პრეზიდენტის სიტყვებს: "დროა მკაფიოდ განვაცხადოთ: იდიოტობასაც აქვს საზღვარი!" - წერს ზოიძე.

წაკითხვა 337 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.