May 4, 2024

სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილება შეაჩერა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით დაბლოკა ბაიდენის ბრძანება, მსხვილი კომპანიების თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სავალდებულო აცრის შესახებ. 

 

კანონი კომპანიებს, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, დასაქმებულების სრულ ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ავალდებულებს. 

სასამართლომ საკანონმდებლო ინიციატივაში აღმოაჩინა სერიოზული იურიდიული და კონსტიტუციური პრობლემები, რის გამოც განკარგულება შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხის გასაცემად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული რეგულაცია სასამართლოში ტეხასის, ლუიზიანის, მისისიპის, სამხრეთ კაროლინისა და იუტას შტატებმა, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გაასაჩივრეს. ისინი ბაიდენს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

წაკითხვა 244 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.