"ბავშვების აცრა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 ათასი ბავშვია. 

ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. 

 

"700 ათასი ინფიცირებულიდან 100 ათასი ბავშვია. სამწუხაროდ, გვქონდა 8 გარდაცვალების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში. მთლად ასეთი უვნებელი არ არის ეს ვირუსი ბავშვებისთვის. აცრილი ინფიცირებული 9-ჯერ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი. ამიტომ, ბავშვების აცრას, ამ თვალსაზრისით, დიდი პრევენციული ეფექტი აქვს, მოზრდილებთან და ხანდაზმულებთან მიმართებაში. ისინი ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ ასაცრელად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 283 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.