"პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს" - თამარ გაბუნია

"პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც გაბუნია განმარტავს, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იმის გამოა, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა.

 

პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება.

 

პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია. მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი“ , - აღნიშნავს გაბუნია.

წაკითხვა 243 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.