ეპიდვითარება დაძაბულია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება - ამირან გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება - ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში აცრების დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა. მისი თქმით, ბოლო 1 კვირაში 60 გადაცილებული 12 000-ზე მეტი პირი აიცრა. 

 

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს.

 

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე ინდიკატორს საიმედო ტენდენცია აქვს. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან მიმართებაში 700-800 ერთეულით არის კლება, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს.

 

აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.

 

ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, რაც მისივე შეფასებით ძალიან ცუდია.

 

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელი და დიდი შეკრებები ეპიდვითარების მაღალი ნიშნულის „ბუსტერია“.

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.