April 30, 2024

ეპიდ - ვითარება საქართველოში 28 ნოემბრის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 951 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 052  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 951 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 772 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 179 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  838 639-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.94%.

 

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 779 510.

 

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 617, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 254, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 176 საიდანაც:

 

• 6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 588, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 419.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი,  მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

• 1 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 720 - თბილისში, 247 - აჭარაში.

• 39 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 112 ადამიანი.

წაკითხვა 287 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.