"ეს ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებში, როგორიც არის სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

მისი თქმით, ამგვარი კონტროლი ტექნიკურად რთული იქნება, ამავე დროს, მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს. 

 

„ამ ეტაპზე, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ გამოყენება მიზნშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ამ პასპორტის გარეშე. სრულად ვაქცინირებული სულ 1 მილიონი ადამიანია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ტრანსპორტზე შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ამის გაკონტროლება ტექნიკურად ძნელი იქნება და მეორე - ეს ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის და დიდ პროტესტს გამოიწვევს“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

წაკითხვა 314 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.