იყო თუ არა დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

„მაგაზე პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე“, – ასე უპასუხა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვას, „რატომ არ აკეთებენ სხდომის შემდეგ კომენტარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და რა იყო საბჭოზე დაპირისპირების მიზეზი“.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.