ეპიდ - ვითარება საქართველოში 8 დეკემბრის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 226  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 091   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.67%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 457 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  875 806-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.96%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 635, ქვემო ქართლი - 250, შიდა ქართლი - 366, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 92, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 508, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 601, აჭარაში - 129, იმერეთში - 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი,  მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 36, იმერეთში - 32. 1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 312 - აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296   პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.

წაკითხვა 289 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.