May 17, 2024

"ატარეთ ნიღაბი! ახლა ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, რაც წარმოუდგენლად დაბალია"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა, რაც მისივე შეფასებით „წარმოუდგენლად დაბალი“ მონაცემებია.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ტალღების თვლა და შტამების დევნა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ საზოგადოება ელემენტარულ რეკომენდაციებს არ დაიცავს.

 

მეტი ვიზუალიზაციისთვის, რომ ნიღაბი ვირუსისგან ადამიანს ნამდვილად იცავს, სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან გარკვეული ცდა ჩაატარა. მან ნიღაბზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხა, რითაც აჩვენა, რომ ნიღბის შიგნით ხსნარმა ვერ შეაღწია.

 

„დამერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლას და შტამების დევნას, უბრალოდ, ის რეკომენდაციები, რაც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, დასაცავია ყველასთვის. ვაქცინაციას რაც შეეხება, ამას მართლაც დიდი საინფორმაციო კამპანია სჭირდება, მაგრამ ნიღაბი მარტივი რაღაც არის. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვირუსი უფრო პატარაა, ვიდრე ნიღაბი და აზრი არ აქვს ნიღბის ტარებას. ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადამცემია და არა აიროვანი, როგორიცაა წითელა, რომლის დროსაც ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს. აირწვეთოვანი ინფექციებისას ნიღაბში ვირუსი ვერ აღწევს. ნიღაბი მაინც ატარეთ! ახლა ნიღბის ტარებით 30%-ზე ვართ. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წაკითხვა 270 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.