"ოპტიმისტები ვიყოთ, რომ შემთხვევების კლება იქნება სტაბილური და დეკემბრის ბოლოს არ გვექნება მატება"

რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, „მწვანე პასპორტებმა“ კარგად იმუშავა ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან „მწვანე პასპორტზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, „მწვანე პასპორტმა“ თავისი საქმე გააკეთა“ კერძოდ, ბოლო პერიოდში აღინიშნება როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების კლება.

 

„ჯერ რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება. რეგულაციების გარკვეული გამკაცრება იყო ის „მწვანე პასპორტები“, რომელმაც კარგად იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ლმობიერად შემოიღეს ეს „მწვანე პასპორტი“ და არა მკაცრად. ჩვენ გვაქვს ე.წ. უვადო პასპორტები, როდესაც ყველა კორონავირუს გადატანილებს მისცეს. მან მაინც გააკეთა თავისი საქმე. ბოლო პერიოდში აღინიშნება კლება, როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების. სხვა რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება, პირბადეების ტარების კონტროლი“,- აღნიშნავს ცერცვაძე.

 

მისივე თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით უვადო „მწვანე პასპორტი სწორი“ არ არის და ხელმძღვანელობას უწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების სერიოზულ ფენას“.

 

„მე მიმაჩნია, რომ საკოორდინაციო საბჭო დროებით წავიდა ე.წ. უვადო პასპორტის შემოღებაზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სურვილის გათვალისწინებაზე“,- აღნიშნავს ცერცვაძე.

 

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ცერცვაძე განმარტავს, რომ არ არის აუცილებელი, ინფიცირების რაოდენობის კლების შემდეგ აუცილებლად დაფიქსირდეს ინფიცირების შემთხვევების მატება.

 

„ოპტიმისტები ვიყოთ. რაღაც დროს ყველა პანდემია სრულდება. არ არის აუცილებელი, რომ კლების შემდეგ აუცილებლად დაფიქსირდეს ინფიცირების შემთხვევების მატება. ოპტიმისტები ვიყოთ, რომ ეს კლება იქნება სტაბილური და არა დროებითი, დეკემბრის ბოლოს არ გვექნება მატება. მე პირადად ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ასე უნდა იყოს. ეს თავისით არ მოხდება. ვირუსის ბუნებას ნუ ვუყურებთ, ჩვენ ადამიანების ბუნებას ვუყუროთ. ვატაროთ პირბადე, ავიცრათ და ვირუსის ბუნება როგორი იქნება, ნაკლებ გავლენას მოახდენს შემთხვევების რაოდენობასა და გარდაცვალებაზე. თუ კლინიკაში მოგვმართავთ დროულად, პირველი 8 დღის განმავლობაში, გარდაცვალების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. უკვე რომ შემცირდა გარდაცვალებულთა რიცხვი გარკვეულწილად თავისი წვლილი ითამაშა იმან, რომ ავადმყოფების ნაწილი მოგვმართავს ადრეულ სტადიაზე, მათი უმრავლესობა ისე იკურნება, რომ არ ხვდება რეანიმაციაში“,- აღნიშნავს ცერცვაძე.

 

რაც შეეხება ახალ შტამს, მისი თქმით, კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

 

„საბედნიეროდ, საქართველოში „ომიკრონი“ ჯერ დაფიქსირებული არ არის, რაც უფრო გადაიწევს, უკეთესია. ალბათ, რაღაც დროის შემდეგ დაფიქსირდება. თუ არ გავზარდეთ ვაქცინაცია, მესამე „ბუსტერული“ დოზა და პირბადეების ტარება სავარაუდოდ, „ომიკრონს“ შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოჰყვება.

 

თუ საქართველოში დაფიქსირდება „ომიკრონი“ და ამ დროს ჩვენ გავზრდით პირბადეების გამოყენებას, შესაძლოა, ვერც ვიგრძნოთ „ომიკრონით“ განპირობებული ინფიცირების შემთხვევების მატება. კარგი ამბავია ის, რომ „ომიკრონის“ დაფიქსირებამ და შემთხვევების ზრდამ არ არის აუცილებელი, რომ გამოიწვიოს მძიმე შემთხვევების და გარდაცვალები მატება. ჯერ არსებული მონაცემებით „ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ახალი შემთხვევების ზრდისთვის, მაგრამ ნაკლებად სახიფათოა მძიმე დაავადების განვითარების და გარდაცვალების შემთხვევების გაზრდის თვალსაზრისით. ოპტიმისტები ვიყოთ, პანიკა არ არის საჭირო“,-აღნიშნავს ცერცვაძე.

წაკითხვა 277 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.