May 15, 2024

რა მახასიათებლები აქვს "ომიკრონს" და რატომ აქვს მას შემაშფოთებელი შტამის კლასიფიკაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსის" ახალი შტამით ინფიცირებულთა 1/3-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

მისივე ცნობით, ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა ახალგაზრდა ასაკზე მოდის. 

ამასთან, გამყრელიძე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კოვიდგადატანილებში გაზრდილი ხელხალი ინფიცირების მაჩვენებელი. 

„დგას მეორე პრობლემა და გამოწვევა, რომელმაც მოგეხსენებათ დიდი შეშფოთება გამოიწვია მთლიანად მსოფლიოში, გლობალურად. ამიტომაც მას, „ომიკრონს“ შემაშფოთებელი შტამის კლასიფიცირება მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 26 ნოემბერს. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის წინ.

მისი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: გაორმაგების ვადა მერყეობს 1.8-დან 3.2-მდე. დეკემბრის მონაცემებია ეს. წინა დღეებთან შედარებით, საშუალო ზრდა ახალი შემთხვევების არის 35%. ახალი შემთხვევების დიდი პროცენტი მოდის 35 წლის ქვევით ასაკზე, ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 2-44 წლის ასაკის ჯგუფში. ასევე, 2 წლის ქვემოთ ბავშვებში. საკმაოდ დამაფიქრებელია ის, რომ რეინფიცირების სიხშირე არის 5.4, ანუ ადამიანს თუ ჰქონდა ინფექცია გადატანილი ადრე, რეინფიცირება 5.4 მეათედ შემთხვევაში არის გაზრდილი. ინკუბაციური პერიოდი სამ დღემდე ჩამოვიდა, მაშინ როცა „დელტაზე“ იყო ოთხი და „ალფაზე“ იყო 5 დღე. შემთხვევის ერთ მესამედს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. ვაქინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება, რადგან ახალი შტამის პირობებშიც, ვაქცინები „ომიკრონის“ შემთხვევაშიც იცავენ გართულებების და სიკვდილიანობისგან “, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.