May 15, 2024

"ომიკრონმა" შესაძლოა შექმნას საზოგადოებრივი ჯოგური იმუნიტეტი - თენგიზ ცერცვაძე

ახალი კორონავირუსის შტამმა "ომიკრონმა" შესაძლოა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა შექმნას. თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა საზოგადოებრივმა იმუნიტეტმა 100%-ს ვერ, თუმცა 80%-90%-ს მაინც მიაღწიოს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედს იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ არ აქვს.

 

„ამ შტამს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ჩვენი დიდი თავის ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, გახდეს პანდემიის დასრულების დასაწყისი. ეს შტამი ძალიან მოკლე დროში გავრცელდა და ძალიან მოკლე დროში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინფიცირება მოხდა, შეიქმნება ის ჯოგური იმუნიტეტი, რომელზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით და რომელიც ვერა და ვერ შეიქმნა, იმის მიუხედავად, რომ ბევრმა გადაიტანა და ამას ვაქცინირებულებიც დაემატა. მაინც ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი, ერთი მესამედი მაინც არ არის იმუნური - მას არც ვაქცინა გაუკეთებია და არც გადაუტანია. „ომიკრონმა“ შესაძლოა, შექმნას მასობრივი, საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა. 100% იქაც არ იქნება, მაგრამ შესაძლოა, მოკლე დროში 80-90% იყოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაკითხვა 310 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.