May 14, 2024

საქართველოში წამლის ხარისხის სერტიფიცირების ლაბორატორია იხსნება

საქართველოში მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა დაიწყო.

 

2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. 

GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს 15-მა დაწესებულებამ უკვე მიმართა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლაბორატორიისთვის შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

წაკითხვა 253 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.